ოპერაცია „ენოტი“, ანუ როგორ გადაარჩინეს ცხოველი ახალი წლის ღამეს თბილისთან ახლოს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიენოტი
ენოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადარჩენილი ენოტი ტყეში გაუშვეს

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, სოფელ თხინვალში მოსახლეობამ ხეზე ენოტი აღმოაჩინა, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა სიმაღლიდან ჩამოსვლას, თუმცა, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დახმარების გარეშე ეს ვერ მოახერხა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მონიტორინგის სამსახურმა ენოტის გადასარჩენად ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად, ცხოველი ჩამოიყვანეს მაღალი ხიდან. ენოტი არ დაშავებულა. მოგვიანებით ის სამსახურის წარმომადგენლებმა მუხათწყაროს ტყეში გაუშვეს.

„როცა 112–ში მეზობლები რეკავდნენ, ყველას ეგონა, რომ ვიღაც ნასვამია, ან მოწეული აქვს. არავის ეგონა, რომ ასეთი რამ იქნებოდა. ვწუხვართ ამ ცხოველის ბედზე. თვითონაც განიცდის და შეშინებულია“, – განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა პაატა დავითაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0