ქართველი ფეხბურთელი ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ჩაკვეტაძე შეტევაში
გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფა-მ გიორგი ჩაკვეტაძეს „ქართველი კაკა“ უწოდა

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. უეფა-მ საქართველოს ნაკრების და ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 50 ყველაზე პერსპექტიული 21 წლამდელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

მამუკა ბახტაძე და ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს

„შემტევი ნახევარმცველი თამაშის მაღალი ტემპით და სწრაფი და მოხერხებული ფეხებით. მას უკვე უწოდეს „ქართველი კაკა“, - ნათქვამია ქართველი ფეხბურთელის დახასიათებაში, რომელიც მას უეფამ დუწერა.

ჩაკვეტაძე ისეთ ფეხბურთელებს შორის მოხვდა, როგორიც არიან კაი ჰაფერცი „ბაიერნიდან“ (მას უკვე გერმანიის ნაკრებში იძახებენ), ლუკა იოვოვიჩი „აინტრახტიდან“ (ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი გოლი გაიტანა), ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდიდან“ (ინგლისის ნაკრების დებიუტანტი) და სხვ.

სპეციალისტების თვალსაზრისით, 2019 წელს აღნიშნული ფეხბურთელები ყურადღების ცენტრში იქნებიან.

ყველა ახალი ამბავი
0