თამარ გვერწითელი: სანამ გავთხოვდებოდი დედა სულ თან დამყვებოდა
„უცებ მაესტროს ფეხზე წამოდგა და აღფრთოვანებულმა შესძახა-ბრავო, თამარა!“- იხსენებს მომღერალი თამარ გვერწითელი.
თამარ გვერდწითელი-მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი. 70-იანების დასაწყისში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ „მზიურის“ სოლისტი გახდა.1991 წელს პირველი კონტრაქტი გააფორმა მიშელ ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" მისი პირველი კონცერტიც გაიმართა. სიმღერებს ასრულებს რვა ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად და უკრაინულად.