საქართველოს პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის ახალი წელი გასულზე უკეთესი იქნება

© photo: Government of Georgia / FB პრემიერი მამუკა ბახტაძე
პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადებით ცვლილებებს 2019 წელს საქართველოში ყველა ოჯახი იგრძნობს, განაცხადა პრემიერმა

თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ გახდეს ეროპული ტიპის წარმატებული ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საახალწლო მისალოც ვიდეომიმართვაში.

„2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს“,– განაცხადა ბახტაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი - Sputnik საქართველო
„მოთმინება და სიყვარული“ – ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს 600 ათასზე მეტი, ბანკების „შავ სიაში“ შეყვანილი მოქალაქე ვალებისგან თავისუფლდება. ეს ინიციატივა ბახტაძემ ნოემბერში გამოაცხადა.

„600 000-ზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ახალი წელი მიულოცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს.

„ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია. ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა. ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„განსაკუთრებული და მძიმე წელი“ – პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი საახალწლო მილოცვა

ბახტაძემ ცალკე მიმართა ქართულ დიასპორას.

„მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა და რაც შეიძლება მოკლე დროში“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ახალი წელი მიულოცა იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ დღესასწაულის დღეებში და ასევე, სამხედრო მოსმსახურეებს.

„მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, – თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე“,– აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0