თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ახალი წელი მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მინისტრმა, რომელიც N11 დაწესებულებაში 31 დეკემბერს, 23:30 საათზე მივიდა, დაწესებულებაში მყოფ მოზარდებს სიურპრიზი მოუწყო და მსჯავრდებულები ოჯახის წევრებს შეახვედრა. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად შეხვდნენ. ორ მსჯავრდებულს, რომელიც მალე სრულწლოვანი ხდება, საკუთარი ახალშობილების ნახვის საშუალებაც მიეცა.
„ამ დაწესებულებაში ჩემი პირველი ვიზიტისას, არასრულწლოვან პატიმრებს ვუთხარი, რომ მთავარი მათ ცხოვრებაში მხოლოდ იმაზე ფიქრი კი არ არის, თუ როდის გაიღება ციხის კარი, მთავარი იმაზე ფიქრია, როგორ უნდა დაგეგმონ ცხოვრება ისე, რომ ციხის გაღებულ კარში გასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნდნენ. ამას კი მომზადება, როგორც სახელმწიფოს ისე ოჯახებისა და მსჯავრდებულების მხრიდან ძალისხმევა და შრომა სჭირდება.
საახალწლო მიმართვაში თეა წულუკიანმა 2019 წელი მოსახლეობას, მათ შორის უწყების თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს მიულოცა, ვინც სასჯელაღსრულების სისტემაში დაკისრებულ სასჯელს იხდის.