ლარსი დღეს: სომხეთისკენ მიმავალ გაზაზე მოძრაობა შეზღუდულია

© Facebook / photo: Roads Department of Georgia / FBსატვირთო ტრეილერი საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ტრეილერი საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობამ საქართველოში ტრანსპორტისთვის პრობლემები შექმნა

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ქართულ-სომხური საზღვრისკენ მიმავალ ორ გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი“ - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ტვირთების შემოწმების პროცესი დაჩქარდება

ინტენსიური თოვის  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0