მაგნიტოგოტსკში მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 11 თვის ბავშვი იპოვეს

© photo: Sputnik / Ilya Moskovec / გადასვლა მედიაბანკშიმაგნიტოგორსკი
მაგნიტოგორსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარამ ნანგრევების ქვეშ ერთი დღე–ღამე გაატარა

 

თბილისი,  1 იანვარი  – Sputnik.  მაგნიტოგორსკში მაშველებმა 11თვის ბავშვი იპოვეს, რომელმაც ნანგრევების ქვეშ ერთი დღე–ღამე გაატარა. იუწყება РИА Новости ჩელიაბინსკის გუბერნატორ ბორის დუბროვსკიზე დაყრდნობით. 

აფეთქება მაგნიტოგორსკში - Sputnik საქართველო
ტრაგედია მაგნიტოგორსკში: რვა ადამიანი დაიღუპა, ათობით – უგზო–უკვლოდ დაიკარგა

დუბროვსკის განცხადებით, მაშველებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს, რომელიც  საბავშვო საწოლში იწვა. სამაშველო ოპერაციაში ათობით სპეციალისტი მონაწილეობდა.

პატარას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მას ქალა–ტვინის დახურული ტრავმა, ასევე სერიოზული მოყინვის ნიშნები აღმოაჩნდა. ბავშვი იმან გადაარჩინა, რომ იგი თბილად იყო გახვეული და საწოლშ იწვა. გარდა ამისა, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ იპოვეს ბავშვის დედაც.

მაგნიტოგოტსკში 31 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 4 საათზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთი სადარბაზო ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. დაგრეულია 26 ბინა, სულ ნგრევის ზონაში 120 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია რვა ადამიანი, ხუთი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, 35 ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.



ყველა ახალი ამბავი
0