ვითარება საქართველოს გზებზე: სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© courtesy of Roads Department of Georgiaტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო იყო დაწესებული

 

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის აღნიშნულ საავტომობილო  გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ, გვიან ღამით ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0