ქალი, რომელმაც 74 წლის ქალი საყურის გამო მოკლა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილი შვილმა  იპოვა. 

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გამოძიებით დადგინდა, რომ გორში 74 წლის ქალი 28 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებულმა ნაქირავები ბინის მეპატრონის ოქროს საყურის მოპარვა დააპირა, რაც მეპატრონემ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დამნაშავემ მეპატრონეს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება თელავში – ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა შეეფარდა

ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილი შვილმა  იპოვა. 

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

პოლიციამ საყურე ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0