ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 31 დეკემბერი

გამოწერა
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებს ფენშუის 31 დეკემბრის პროგნოზს აცნობს.
ფენშუის სპეციალისტის რჩევები

„31 დეკემბერი ცეცხლოვანი მამლის დღეა. დღევანდელი დღე გახლავთ აქტიური მოქმედებების დღე. ბროკერები წარმატებით დაასრულებენ ბირჟაზე ფინანსურ ოპერაციებს. სტუდენტები თავს მოიწონებენ დადებითი შეფასებით, სამსახურის მაძიებლები კი წარმატებით გაივლიან ინტერვიუს. ნუ მიაკითხავთ დღეს საავადმყოფოებს, რადგანაც მაღალია ავადმყოფებისგან დაინფიცირების ალბათობა“ - აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0