თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომელს სამუშაოს შესრულების დროს დაეჯახა, 59 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა.