პატრიარქის კურთხევით, შობის მარხვა სამი დღით თევზით გახსნილდება

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, შობის მარხვა 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს თევზით ხსნილი იქნება.

მამუკა ბახტაძე და ილია მეორე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს

ქრისტეშობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო  და 7 იანვრამდე გასტანს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირას, 11:00 საათზე იქნება დახვედრა უწმინდესის, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, წმინდა სერობის ჟამი და წმინდა ცისკრის ჟამი.

ქრისტეშობის მარხვა 40 დღეს გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია - მას მორწმუნეები იცავენ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. კერძოდ, მარხვა 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის  გარდა თევზით ხსნილია.

ყველა ახალი ამბავი
0