ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალული

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ძლიერი ქარბუქისა და ნამქერების გამო ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

დეპარტამენტის ცნობით, აკრძალვები მოქმედებს  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ  (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0