რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა

© photo: courtesy of Maurice Wolfციხე თბილისში
ციხე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვევამდელს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 30 დეკემბერი  — Sputnik. რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა, იუწყება პირველი არხი სპეციალური პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით.

თავდაცვის სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
თავდაცვის უწყება: დავით ბერიაშვილის საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობეს მანკასარიანის ოჯახს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს - სუიციდის მცდელობა მოხდა თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0