თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს

© photo by Ministry of Internal Affairs of Georgiaდღესასწაული თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში
დღესასწაული თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სამი ახალი საბავშვო ოთახი გაიხსნა

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik.  შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გაეროს რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა დაბა მარტყოფში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დავიდ მალტეზე - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობი ათენის ნაციონალურ დასში და „გაფრინდი შავო მერცხალო“ ესქილეს პიესაში

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) რეგიონულმა წარმომადგენელმა იოჰანეს ვან დერ კლააუმ მოინახულეს ცენტრი და მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელიც კიდევ სამი კეთილმოწყობილი საბავშვო ოთახის გახსნას დაუკავშირდა. ეს ოთახები მიგრაციის დეპარტამენტისა და  უმაღლესი კომისარიატის რეგიონული ოფისის თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენა უჩვენეს.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი თითქმის 8 წლის განმავლობაში წარმატებულად ფუნქციონირებს და 132 ადამიანზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0