სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გამო ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თბილისში პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ბრაუნინგის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0