თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 2018 წელს სხვადასხვა საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებული ქართველი ბიზნესმენი ქალები დააჯილდოვეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა. მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.
დაჯილდოებაზე პრიზები გადაეცათ ირინა ჭელიძეს - „დოქტორ როჯერ სერვისის” დამფუძნებელს, ასევე სასტუმრო „რუმსის" დიზაინერებს - ნატა ჯამბერიძესა და ქეთი თოლორაიას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მყოფი ქალი ელჩები, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.