თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე „სიგარის სახლი“ გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დილის 09:00 საათზე მოხდა, როცა კომერციული ობიექტი დაკეტილი იყო. წაღებულია სიგარები, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით დაიწყო.