სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში პანამის დროშით მცურავი გემი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ  ჯარიმა - 50 ათასი  ლარის ოდენობით  დაეკისრა

თბილისი, 30 დეკემბერი  - Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ  ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ULTRA LYNX დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა

უწყების ცნობით, გემ ULTRA LYNX-ის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 ათასი  ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

რაც შეეეხება გემის კაპიტანს, რომელიც ინდონეზიის მოქალაქეა, მის მიმართ საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

ნაოსნობის რომელი წესი დაარღვია პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

ყველა ახალი ამბავი
0