ასათიანი: ერთდროულად არ დალიოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები
„რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა მოვარიდოთ ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს. რაც შეეხება ზრდასრულებს, ვეცადოთ, რომ არ მოხდეს ტკბილი, გაზიანი სასმლის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება. უმჯობესია, ეს იყოს წყალი, მინიმუმ ლიტრ-ნახევარი წყალი და მერე ალკოჰოლი. იმიტომ , რომ წყალმა არ იცის არანაირი სეზონი და არანაირი დღესასწაული“, -ამბობს ქეთი ასათიანი.
ენდოკრინოლოგის რჩევით, სასურველია, ერთმანეთს არ შევურიოთ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი.