სილამაზის კონკურს „მის აფრიკა 2018-ის“ დაჯილდოების ცერემონიაზე პიროტექნიკის გამო ინციდენტი მოხდა.
როდესაც წამყვანმა გამარჯვებულის სახელი გამოაცხადა და სცენაზე საზეიმო ფოიერვერკი აინთო, მის აფრიკა 2018-ის ტიტულის მფლობელ დორკას კასინდეს თმაზე ცეცხლი წაეკიდა.
ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ეცემა ნაპერწკლები კასინდეს და როგორ ალდება იგი. გამარჯვებულის თავზე ცეცხლი პირველმა ცერემონიის წამყვანმა შენიშნა, რომელმაც პირველმა აღმოუჩინა დახმარება ქალს.