თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმის დროს პიროტექნიკა აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა 26 დეკემბერს №71–ე საბავშვო ბაღში მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები და მშობლები პანიკამ მოიცვა. შს სამინისტროს ცნობით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით, მომხდარზე მასალები შსს-ს გადაეგზავნება.