თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, თოვის და ძლიერი ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გოდერძის უღელტეხილზე (ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 106-123-ე კმ მონაკვეთი)
ამავე გზის 95-106-ე კმ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ცნობით, ლიპყინულის გამო საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზეც. კერძოდ, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 82-98- ეკმ. მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვებია დაწესებული გომბორის უღელტეხილზეც, სადაც ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
კერძოდ, დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერონა-შუამთა-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზის 37-55-ე კმ. მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და ასევე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
გზაზე დაყრილია ქვიშა-მარილი, თუმცა, ვითარებას ყინვა ართულებს.