ტრაგედია თბილისში: ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ინფორმაციით, ისინი მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პირველადი ვერსიით, ისინი მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა, თუმცა, ახლობლებმა ცოლ-ქმარი დღეს იპოვეს.

„ყაზტრანსგაზი“ აფრთხილებს: თვითნებურად ნუ დაამონტაჟებთ გაზის გამათბობლებს>>

არსებული ინფორმაციით, ისინი დაახლოებით ერთი თვის დაქორწინებული იყვნენ.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0