რა ღონისძიებები ელოდებათ „საახალწლო სოფლის" სტუმრებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმორთული ნაძვის ხე
მორთული ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმრებს თბილისის მთვარ ნავის ხესთან მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 28 დეკემბრიდან 13 იანვრამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელში" ნინო ქათამაძის კონცერტი, საშობაო ბაზრობა, გასტრონომიული მარკეტი, ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა მრავალი ღონისძიება ელოდებათ.

„საახალწლო სოფელში" ბავშვებს ზღაპრის პერსონაჟები, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი-მანქანების პარკი, საშობაო მასტერ-კლასები, ღია კინოთეატრი, საახალწლო ფოტოზონა და თოვლის ბაბუა ელოდებათ, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი.

პარასკევს, 28 დეკემბერს „სოფელში" გაიმართება კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსვლელობა, მაკნატუნების მარში, ჯგუფ „გუფი ლენდის" კონცერტი და სხვადასხვა ექსპერიმენტალური შოუ. სწორედ დღეს, 20:00 საათზე თოვლის ბაბუა ესტუმრება „საახალწლო სოფელს".

საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
საახალწლო გალა-კონცერტი თბილისში - მუსიკალური ვარსკვლავთცვენა

შაბათს, 29 დეკემბერს „სოფლის" სტუმრები თოჯინების თეატრის წარმოდგენას ნახავენ და „თბილისის ბიგბენდისა" და ალტერნატიურლი როკ-ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტებს მოუსმენენ.

ბავშვთა ვოკალური სტუდია „მეკოს" და გიორგი მანაგაძის მუსიკალურ ბენდს „საახალწლო სოფელი" კვირას, 30 დეკემბერს უმასპინძლებს. ორშაბათს, 31 დეკემბერს კი საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელზეც საშობაო სიმღერები და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები აჟღერდება.

2019 წლის პირველ დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცნობილი ქართული სტუდია „ბასტი-ბუბუსა" და ლევან მასპინძელაშვილის მუსიკალური ბენდის კონცერტი გაიმართება.

„ბედობა" დღეს, 2 იანვარს „საახალწლო სოფელი" ქართულ ფოლკლორს უმასპინძლებს, კერძოდ, საბავშვო სტუდია „ანა-ბანას", ასევე ჯგუფ „ნიუტონსა" და დიჯეებს.

ხუთშაბათს, 3 იანვარს კონცერტს გამართავენ თამრიკო ჭოხონელიძის ვოკალური სტუდია „მზიურის" აღსაზრდელები, ნიკა წერეთელი და ჯგუფი „ელარჯი" და ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი, რომელიც საქართველოს „ევროვიზია 2016"-ზე წარადგენდა.

ავტობუსები საახალწლოდ მორთეს - Sputnik საქართველო
დღესასწაული ბორბლებზე: თბილისში ავტობუსები საახალწლოდ მორთეს

პარასკევს, 4 იანვარს „საახალწლო სოფელში" სტუდია „ბზიკების" წევრები იმღერებენ, 5 იანვარს ალტისტი გიორგი ცაგარელი ჯგუფ SvanSikh-თან ერთად გამოვა. კვირას, 6 იანვარს საშობაო სიმღერების კონცერტი გაიმართება, ხოლო შობადღეს, 7 ინვარს კი ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი".

„საახალწლო სოფლის" აპოთეოზი ნინო ქათამაძის კონცერტი იქნება, რომელიც 13 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.

შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო და ავტობუსები იმუშავებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო კი 03:00 საათამდე. ახალი წლის ღამეს 74 მიმართულებით 157 ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსებს შორის მაქსიმალური ინტერვალი 30:00 წუთი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0