ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: არ გამოიყენოთ „ჰეპა-მერცის“ ხსნარი

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის საკითხს სპეციალისტები სწავლობენ.

თბილისი, 28 დეკემბერი  — Sputnik. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ ინფუზიური ხსნატი „ჰეპა-მერცი“ მისი დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
საქართველოში აკრძალული ნივთიერების შემცველი წამლები უკანონოდ შემოჰქონდათ

მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის საკითხს სპეციალისტები სწავლობენ.

პრეპარატი ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოშია შეტანილი.  მისი სადისტრიბიუტორო ქსელიდან ამოღების რეკომენდაცია ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა გასცა.  

„ჰეპა-მერცი“ რეცეპტით გაიცემა და სტაციონარულ პირობებში გამოიყენება.

„ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ჰეპა-მერცი — ჰიპოამონიემიური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ჰეპატიტის, ციროზის, ცხიმოვანი დისტროფიისა და ღვიძლის  ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

ყველა ახალი ამბავი
0