თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ავარია გორის ცენტრში გუშინ, საღამოს მოხდა. „მერსედესის" მარკის ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეს, შემდეგ კი ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას თავის დახურული ტრავმა აღენიშნება. ექიმების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.