თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ბათუმელებს კვირას უმეტესად მოღრუბლული ამინდი ელოდება, პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.
მზე ზღვისპირა ქალაქში 08:40 საათზე ამოვა.
ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი პლუს 8 გრადუსამდე დათბება.
დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
მზე ბათუმში 17:51 საათზე ჩავა.