სამდღიანი საახალწლო მილოცვა დედაქალაქს მეხანძრეებისგან

© Sputnik / STRINGER თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო აქცია დღეს, 18:30 წუთზე დაიწყება

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. დღეიდან თბილისის ქუჩებში მოსახლეობას საახალწლო განწყობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც შეუქმნიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საახალწლო აქციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს მიულოცავენ.

საახალწლო აქცია დღეს, 18:30 წუთზე დაიწყება. საზეიმოდ მორთული ორი სახანძრო -სამაშველო ჯგუფი დედაქალაქის ქუჩებსა და საახალწლო სოფლებს შემოივლის.

სახანძრო – სამაშველო მანქანები თბილისის ქუჩებში 3 დღის განმავლობაში იმოძრავებენ.

სახანძრო მანქანები საბოლოოდ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში გაჩერდებიან, სადაც მათი დათვალიერება და ფოტოების გადაღება იქნება შესაძლებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0