„ბახალას" საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს>>>

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. „ბახალას" ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება. თავად მსახიობი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების ჩამოტანა თურქეთიდან - „ბახალას“ ბრალი დაუმძიმდა

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თავდაპირველად 2017 წლის 25 იანვარს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იგი 2017 წლის 14 ივლისს 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. თუმცა, 2018 წლის იანვარში მსახიობი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მიმდინარე წლის 2 აპრილს გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ირაკლი ქორიძესთან ერთად ახალი ბრალდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა. აპრილში შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 2017 წლის იანვარში თურქეთიდან საქართველოში რენომობილით 900 აბი ბუპრენორფინის შემოტანის შესახებ. უწყების მტკიცებით, გიორგანაშვილი სამკაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო. დააკავეს ამ დაჯგუფების მეთაური ირაკლი ქორიძეც, რომელიც მანამდე ნარკოდანაშაულზე იყო გასამართლებული. მესამე ბოროტმოქმედი, ჯაბა ხულორდავა კი , ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დააკავეს და ნარკოტიკების შემოტანისთვის 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0