სირიაში 14 წლის პანკისელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დილიდან სოფელ ბირკიანში ოჯახი, არასრულწლოვნის გარდაცვალების გამო, თანასოფლელებისგან სამძიმარს იღებს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუხმად ფარეულიძე 25 დეკემბერს ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ფარეულიძის ოჯახი სირიაში 2014 წელს წავიდა.

ჯავშანტექნიკა - Sputnik საქართველო
სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

 „სოფელ ბირკიანში პაპა- ბებია ჰყავს, გადმოცემით ვიცი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულა", - განაცხადა ახმეტის მერის წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში იმყოფება მუხმად ფარეულიძის მამა - ახმად ფარეულიძე, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო. ის დღემდე  „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.

სუს–ის ბოლო ინფორმაციით, სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. გასულ წელს სპეცსამსახურებმა საქართველოში მათი დაბრუნების ვერცერთი ფაქტი ვერ გამოავლინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0