კალაძე: დღეს სკაიპით ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე მოვა
„მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, ყველა თაობის ადამიანს ვიწვევთ 28 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. 28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც ჯადოსნური იქნება“, -ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მერის თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია, მალე ჩამოვა და პატარებს გაახარებს.