ფონიჭალაში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა, სავარაუდოდ, დადგენილია.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ სასადილოში მომხდარ ჩხუბს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება ორთაჭალაში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

ინციდენტის დროს 35 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციის ცნობით, სასადილოს მფლობელი, სადაც შელაპარაკება მოხდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა, სავარაუდოდ, დადგენილია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა", რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0