Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად საახალწლო ფოტოსესია წარმოადგინა

© Instagram / beraofficialბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეყვარებულები საახალწლო დღესასწაულს მეუღლეების რანგში პირველად შეხვდებიან

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, ქართველი მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა თავის მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად ახალი საშობაო ფოტოსესია გამოაქვეყნა.

„პირველი შობა, როგორც ოჯახი" დაწერა ფოტოზე ბერამ.

„ეს წლის ყველაზე საოცარი დროა", - ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს ნანუკამ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

✨It’s the most wonderful time of the year🎄🎅🏻

Публикация от Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze)

„სუპერ-წყვილი! ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ!", „არარეალურები", „გაუფრთხილდით ერთმანეთსა და თქვენს ახლობლებს!", „რა ლამაზები ხართ! თვალს ვერ გაშორებთ", - ასეთ კომენტარებს წერენ სოციალურ ქსელში წყვილის გამომწერები.

ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი As You Are - Sputnik საქართველო
ბერამ ახლად შერთულ მეუღლეს კლიპი მიუძღვნა

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში ამა წლის 11 ნოემბერს დაიწერეს. ბერას ქორწილმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბერას რჩეულზე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ის ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერდნენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა კი გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0