წინასაახალწლოდ მატარებლების რეისების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnikთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დაინიშნა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ელექტრომატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს, ნათქვამია  „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო მიიღო.

ავტობუსები საახალწლოდ მორთეს - Sputnik საქართველო
დღესასწაული ბორბლებზე: თბილისში ავტობუსები საახალწლოდ მორთეს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 28, 29, 30 და 31 დეკემბერს თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით მატარებელი ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 08:50-ზე გავა, ზუგდიდში ჩავა 14:43-ზე. ზუგდიდიდან კი გამოვა 17:05-ზე და თბილისში ჩამოვა 22:45-ზე.

ასევე, დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (N808/807) მიმართულებით. კერძოდ, 29 და 30 დეკემბერს მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30-ზე გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე. ბათუმიდან კი გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:05-ზე.

ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე, ან სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) მეშვეობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0