გიორგი ჩოგოვაძე აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად დაინიშნა

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი ჩოგოვაძე
გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ უხელმძღვანელებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკის სამინისტროში გამართული კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლინდება

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის პოსტზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაამტკიცა, იუწყება პირველი არხი.

სამშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ რეფორმები დააანონსა და აღნიშნა, რომ ამ სფეროს ცვლილებები სჭირდება.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის >>

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2014 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მანამდე ის ტურისტული ბიზნესით იყო დაკავებული. ჩოგოვაძეს აქვს გამოცდილება საავიაციო სექტორშიც, რადგან 1998 წლიდან 2004 წლამდე ის ქართულ ავიაბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებში მუშაობდა.

რაც შეეხება საკითხს, ვინ უხელმძღვანელებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეს ცნობილი გახდება კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ჩაატარებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხო და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფით არის დაკავებული. სტრუქტურა აერთიანებს საქართველოს ხუთივე აეროპორტს, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მესტიასა და ამბროლაურში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0