სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი პასუხისგებაში მისცეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შონია ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბერშიც გამოიკითხა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი საკუთარ კაბინეტში დააკავეს

უწყების ცნობით, ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ზუგდიდში კონკრეტული უძრავი ქონების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ლევან შონიას 10 ათასი დოლარი გადაუხადა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 ათასი აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა", -აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბერშიც გამოიკითხა.

ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 20 აგვისტოდან კი ამ თანამდებობას ალექსანდრე მოწერელია იკავებს.

 შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე  სსკ-ის 340-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0