სროლა და ჩხუბი გაჩიანში – დაჭრილია სამი ადამიანი

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionარ გადაკვეთო!
არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცებს შორის ჩხუბი სროლით დასრულდა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 48 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სამი ადამიანის დაჭრა ედება ბრალად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი სოფელ გაჩიანში გუშინ, საღამოს მოხდა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა "ნაგანის" სისტემის პისტოლეტიდან სროლა დაიწყო. შედეგად – სამი ადამიანი დაიჭრა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს შენობა - Sputnik საქართველო
ჩინოვნიკების დაჭრა რესტორან „წისქვილში“: ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მამაკაცი განაიარაღეს, დააკავეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო სამართალდამცველებმა კიდევ ორი ახალგაზრდა დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარის შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორი მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0