„საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ დასაქმებას დაჰპირდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელს ეს გარიგება ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს კომპანია „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი, რომელიც თავისი ნაცნობის სამუშაოზე მოწყობას ფულის სანაცვლოდ ცდილობდა, აღნიშნულია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომლის ვინაობა არ მჟღავნდება, დაარწმუნა, რომ მის რკინიგზაში დასაქმებას 1150 ლარის სანაცვლოდ შეძლებდა.

მოქალაქე ამას დათანხმდა და მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 750 ლარი გადაიხადა. სწორედ ამ დროს დააკავეს „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი სამართალდამცველებმა.

მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0