სარკინიგზო ობიექტზე სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რკინიგზელთა პროფკავშირების ინსპექტორებმა ტრაგედიის გარემოებების შესწავლა დაიწყეს

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სარკინიგზო სადგურ „სამტრედია I“-ის სამორიგეო კოშკურაზე სარემონტო სამუშაოს შესრულებისას მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, ნათქვამია „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ განცხადებაში.

ტრაგედია სამშაბათს მოხდა. პროფკავშირის მონაცემებით, 56 წლის გ.ს.-ს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში“ ასევე აცხადებენ, რომ 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა შეამოწმა სს „საქართველოს რკინიგზა" და უამრავი დარღვევა გამოავლინა. სარეკომენდაციო წერილი 700 გვერდს მოიცავს.

„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში!“, - აღნიშნავენ პროფკავშირში.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ექვს თვეში სამუშაო ადგილებზე 35 ადამიანი გარდაიცვალა — ომბუდსმენის განცხადება

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში ბოლო დროს შრომის უსაფრთხოების პრობლემა გამწვავებულია. 2017 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, სხეულის მძიმე დაზიანება 66-მა ადამიანმა მიიღო.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი.

სამტრედიის სავაგონო დეპოში მამაკაცი დაიღუპა >>

მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0