მომავალი წლიდან თბილისში 11 ახალი საბავშვო  ბაღი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerოთახი საბავშვო ბაღში
ოთახი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღების ასაშენებლად ადგილები უკვე შერჩეული და მომზადებულია გლდანში, დიდუბეში, სამგორში, ისანსა და კრწანისში

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. 2018 წელს თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა, შემდეგი წლისთვის კი კიდევ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოს ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბაღების მშენებლობა უმთავრესი ამოცანაა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასები არ გაეზრდებათ

როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, ბაღების ასაშენებლად ადგილები უკვე შერჩეული და მომზადებულია  გლდანში, დიდუბეში, სამგორში, ისანსა და კრწანისში. ასევე, მზადაა პროექტები, რომელიც ავარიულობის გამო დახურული ბაღების დემონტაჟსა და ახალი ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს.

„სააგენტოს უკვე გაწერილი აქვს მშენებლობების განრიგი, პროექტების ნაწილი წლის ბოლოს, ნაწილი კი 2020 წლის დასაწყისისკენ დასრულდება. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების გზაზე, 2018 იყო ძალიან ეფექტური წელი, თუმცა ჩვენი გეგმებით, 2019 წელი უპრეცედენტოდ პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა გვანცელაძემ.

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0