პოპულარული მომღერალი ინ-გრიდი წინასაახალწლოდ ბათუმელებს გაახარებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „ბათუმის ბულვარი".

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. პოპულარული იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ინ-გრიდი შაბათს, 29 დეკემბერს ბათუმის ბულვარში კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

სოლო კონცერტი, რომელზეც ინ-გრიდი ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების წინაშე საუკეთესო ჰიტებით წარდგება, 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის გამოსვლა ბათუმის ბულვარში წინასაახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება, რომელიც 29 და 30 დეკემბერს არის დაგეგმილი.

პროგრამაშია დისნეის მულტფილმების პერსონაჟების მონაწილეობით კოსტიუმირებული წარმოდგენა, სანტა-კლაუსებისა და დრამერების შოუ. სტუმრებს ელოდებათ საახალწლო, ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული ფოტოსტენდები, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გაყიდვა-გამოფენა, ასევე სადღესასწაულო ნუგბარის დაგემოვნება – გლინტვეინის, ნამცხვრისა და სხვა ტკბილეულის.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „ბათუმის ბულვარი".

 

ყველა ახალი ამბავი
0