სოციალური კამპანია #ემეგობრე დაიწყო: „გაუწოდე ხელი და არა ფული“

© photo : Zaqaria Chelidze / FBმიუსაფარი ბავშვები
მიუსაფარი ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ბავშვების პრობლემების შესახებ.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით სოციალური კამპანია „ემეგობრე“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მიუსაფარი ბავშვების პრობლემატიკაზე საუბრობდნენ მოწვეული სტუმრები: გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში  ღასან ხალილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, საქართველოს კარიტასის დირექტორი ანაჰიტ მხოიანი, საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის მენეჯერი თამარ შარაშიძე.

კახა კალაძე უსახლკარო ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო
„ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?“: კალაძე ქუჩაში მცხოვრები ბავშვებს გაუმასპინძლდა

კამპანიის ლოზუნგია: „გაუწოდე ხელი და არა ფული“.

„UNICEF-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქართველი საზოგადოება არ იცნობს ბავშვების რეალურ პრობლემებს და შესაბამისად მათ მიერ გამოწვდილ ხელზე არასწორად რეაგირებს“, - აღნიშნა თამარ შარაშიძემ.

აქედან გამომდინარე კამპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ბავშვების პრობლემების შესახებ და აქტიური, კრიტიკული მსჯელობის ინიცირება თემაზე: უნდა მივცეთ თუ არა მიუსაფარ ბავშვს ფული.

კამპანია „ემეგობრე“ ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და მის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობა: დათუნიების აქცია (დათუნიები არიან სიმბოლოები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა). მათ სჭირდებათ თამაში და არა ხურდა ფული. ყვითელი ლენტი, რომელიც დათუნიებს ექნებათ შემოხვეული, სწორედ იმ უხილავ სტიგმებსა და ბარიერებს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებასა და ბავშვს შორის დგას, გრაფიტის ხატვა, გამოფენები ქვეყნის მასშტაბით.

ყველა ახალი ამბავი
0