ცუნამი ინდონეზიაში: დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი

© REUTERS / ANTARA FOTOდამანგრეველი ცუნამის შედეგები, ინდონეზია
დამანგრეველი ცუნამის შედეგები, ინდონეზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცუნამის შედეგად დანგრეულია უამრავი სახლი და რამდენიმე სასტუმრო

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის დასავლეთში, სუნდას სრუტეს სანაპიროზე ცუნამის 62 ადამიანი ემსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაკარგულია სულ მცირე 20 ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს წარმომადგენელმა სუტოპო პურვო ნუგროხომ Twitter-ის საშუალებით განაცხადა, რომ დაშავებულთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცუნამის შედეგად ასობით შენობა დაინგრა.

ადრე Xinhua News Agency იუწყებოდა, რომ ცუნამის ტალღები ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროს შაბათს, ადგილობრივი დროით 21:27 საათზე დაატყდა.

სექტემბრის ბოლოს ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროსთან ქალაქ პალუსთან ახლოს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით იმავე რაიონში კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა და რამდენიმე აფტერშოკი დაფიქსირდა. პალუს ორი მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი, 4600-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0