თბილისის ცენტრში მიკროსაფინანსო კომპანია დააყაჩაღეს

გამოწერა
წაღებული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მიკროსაფინანსო კომპანია „ინექს გრუპი“ დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დღეს საღამოს, თამარაშვილის 10 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი კომერციულ ობიექტში შეიარაღებული შევიდა. დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. წაღებულია თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა. დამნაშავის დასადგენად ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0