დეპუტატის მანქანის დაზიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა თელავში დააზიანა

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზაზა ბერიკაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ქალი, რომელიც პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს, გირაოთი გაათავისუფლეს

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ. 

ამასთან, თელავში აქციის მონაწილეებმა დეპუტატების ავტომობილს გზა გადაუკეტეს.

სამთავრობო ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის ოთხი დეპუტატი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო წილოსანი და ნინო გოგუაძე ისხდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თელავის თეატრისკენ არ გაატარეს. აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს.

შსს-ს თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე  დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0