ახალი 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ქვეყნის დედაქალაქი და მისი მკვიდრები უკვე ემზადებიან დღესასწაულისათვის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული ქალაქის ცენტრალური ქუჩები

ღამით თბილისი სახეს იცვლის

მზის ჩასვლის შემდეგ ქალაქში საახალწლო განათებებს რთავენ

3/17
© photo: Sputnik / Stringer
პიკის საათის დროს საცობში დგომაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჩეულებრივ დღეებში

საახალწლო განათებებით მორთეს დედაქალაქის ძეგლებიც

ცენტრალურ ქუჩებზე გამოჩნდა საახალწლო ინსტალაციებიც

თბილისის მკვიდრების აზრით, წელს ქალაქი უკეთაა მორთული, ვიდრე აქამდე ყოფილა

თბილისელები და ქალაქის სტუმრები, ქუჩაში სეირნობის დროს, სამახსოვრო ფოტოებს იღებენ

რუსთაველის გამზირზე წელს გამოჩნდნენ ანგელოზები, რომლებიც შობის დადგომას იუწყებიან

განსაკუთრებულად გამოიყურება ტროტუარებიც და გზის სატრანსოპორტო ნაწილიც

განწყობის ასამაღლებლად, ახლა საკმარისია უბრალოდ ქუჩაში გასვლა და გასეირნება

ცენტრალურ ქუჩებში ქალაქის მკვიდრები და მისი სტუმრები შეძლებენ საახალწლო სათამაშოებისა და სუვენირების შეძენას

12/17
© photo: Sputnik / Viktor Kaminsky
აქ მრავალი ლამაზი ნივთია, რომლებითაც სახლში საახალწლო განწყობის შეტანა შეიძლება

ფოტოზე: რუსთაველის გამზირზე გამართლი ბაზრობა. კიდევ ერთი მსგავსი ბაზრობა გაიხსნება ქალაქის მთავარ ნაძის ხესთან

თუმცა საახალწლო ბაზრობები მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არ იქნება. ბაზრობები უკვე გაიხსნა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოს  და ისანი-სამგორის რაიონებში 16 ადგილზე, რომლებიც 14 იანვრამდე იმუშავებს

გასართობი ღონისძიებები თბილისში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

31 დეკემბერს მეტრო მგზავრებს მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება

გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს საახალწლო კონცერტებზე მიიყვანენ