ნინი რაზმაძე
- ხელნაკეთი ნივთების დამზადების გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ იყო იდეა. უნივერსიტეტში დავალება მოგვცეს, რომ დაგვეწერა ბიზნეს–გეგმა. სააბოლოო ჯამში ამ იდეაზე შევჩერდით. საქმიანობა ჩვენი სახსრებით დავიწყთ. გვინდოდა დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ ბროშებს მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანები მოიხმარენ და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. პირველად დამზადებული ბროშები შენახული გვაქვს. ძალიან ემოციური იყო პირველი გამოფენაც. იმდენად გვიხაროდა საზოგადების მხირდან ამდენი დადებითი ემოციის მიღება, უამრავი რამ გავაჩუქეთ. ეხლა უკვე გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც ჩვენ ნივთებს ვყიდით, მათ შორის, არის ტურისტული ზონა. გვინდა პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა, სატესტო რეჟიმში რამდენიმე ნივთი გატანილი გვქონდა და გაამართლა. ამასთან, როდესაც ჩვენი ნივთების განთავსება დავიწყეთ საიტზე, ყველას თვის პატარა ისტორიას ვუწერდით.
– ამბობთ, რომ თქვენი ნივთები ისტორიას ყვებიან, რისი თქმა გსურთ თქვენი ნივთებით?
– ყველა ადამიანს თავისი ისტორია და რაღაც სათქმელი აქვს... ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროდუქტი ისეთი ყოფილიყო, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე ისტორიას მოყვებოდა – დამახასიათებელი აქსესუარი ხომ ადამიანის ხასიათზე, გემოვნებასა და სტილზე მეტყველებს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენს ნივთებს შეუძლია შენზე შენს გარეშე ისაუბროს. რით არის ჩვენი ნივთები სხვებისგან გამორჩეული და განსხვავებული? ალბათ იმით, რომ ჩვენ ახალი მიმართულება დავნერგეთ. ჩვენს ბრენდს ყველა გამოარჩევს თუნდაც იმით, რომ გადაბმული გულსაბნევები ჩვენ შემოვიტანეთ, ასვე გავაკეთეთ მაგნიტი ბროშები, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ვცდილობთ, ისეთ თემატიკას შევეხოთ, რაც სხვას არ აქვს. მთლიანად მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული.
– საახალწლოდ რას სთავაზობთ ერთგულ მომხმარებელს?
– გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის სიმბოლო ყვითელი ღორია, ყველაზე მოთხოვნადი ყვითელი გოჭი არის. დამზადებული გვაქვს ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები ბუმბულებით, რომელიც ძალიან სადა და დახვეწილია. ამასთან, გვაქვს დეკორაციები, რომელიც საახალწლო განწყობას უფრო მეტად ამაღლებს. სხვადასხვა ამიტომ საახალწო გამოფენებზე შეხვდებით ჩვენს სტენდს, სადაც ნახავთ საყურეებს, გულსაბნევებს, სამაჯურებს, ბრელოკებს, თმის სამგრებს... ამ ეტაპზე გადართული ვართ საახალწლო თემატიკაზე. საკამოდ დიდი მოთხოვნა ჩვენ საახალწლო ნააძვის ხის სათამაშოებზე.
– სანიტერესო სახელი შეარჩიეთ ბრენდისთვის...
– სახელზე დიდხანს ვფიქრობდით... საბოლოოდ, ჩვენი შინაარსიდან გამომდინარე გამოვედით. Emptiness არის სიცარიელე და ჩვენი WoodTiness-ით ადამიანებს ვუვსებთ სიცარიელეს. გვსურდა ჩვენს ნივთებს მარტო აქსესუარების დატვირთვა არ ჰქონოდა, ამიტომ რაღაც სენტიმენტალური დამოკიდებულბაც ჩვრთეთ.
– რატომ ხე?
– ზოგადად, გულსაბნევები ძალიან გადატვირთული და მძიმეა. ხე არის ის მასალა, რომელიც არის ძალზე მსუბუქი და საერთოდ ვერ გრძნობთ რომ ატარებს. ჩვენი გულსაბნევები მორგებულია ნებისმიერი ადამიანის გემოვნებაზე, ყველამ ხომ თავისი ხასიათი უნდა ატაროს...
– საახალწლო რჩვები მკითხველისთვის...
– ძალიან მიყვარს საახალწლოდ სახლის მორთვა. ვცდილობდი ყველა აქსესურის ჩემით შემექმნა, ვაკეთებდი დეკორაციებს. ახლაც ასე ვარ. კარგი იქნება თუ ნაძვის ხე ძირითადად ოქროს ფერში იქნება მორთული, შეიძლება ცოტა წითელი ფერის სათამაშოების შერევა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სათამაშოები და აქსესუარები. მორთული ნაძვის ხე ხომ მისი „პატრონის“ შესახებ ყვება ისტორიას. ამიტომ ვეცადოთ რომ ისე გავალამაზოთ ჩვენი საახალწლო „პატარძალი“, რომ ყველაზე განსაკუთრებული, თბილი და ორიგინალური იყოს.