„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

13:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის ჩიხის, ათონელის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალასანიას და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0