ოტია იოსელიანი: რა მეხუმრება და მემამაძღლება ქვეყანა თავზე მექცევა?
„მოვა თაობა, რომელიც ვერ წაიკითხავს იმ ნაწარმოებებს, რომელიც ქართულადაა დაწერილი“, – ამბობს ოტია იოსელიანი 2011 წელს ჩაწერილ სატელევიზიო გადაცემაში.
ოტია იოსელიანი – მწერალი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" 1957 წელს გამოსცა. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში. არის ავტორი ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე დაიდგა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.